მაიამიში თავგადასავლების შემდეგ ფრენკ მარტინი გადაწყვეტს " გადამზიდის " სამსახური შეცვალოს და საფრანგეთში რივიერაში დასახლდება... მაგრამ მისი გეგმები ჩაიშალა მის შემდეგ, რაც მას რაზმ "დელტის " ყოფილმა ჯარისკაცმა იონამ ჯონსონმა თხოვნით მიმართა... მან შეატყობინა, რომ ნარჩენების გამანადგურებელ კორპორაცია " Ecocorp "–ის დაკვეთით გატაცებულ იქნა ვალენტინა – უკრაინელი გარემოს დაცვის მინისტრის ლეონიდ ფაზილევის ქალიშვილი, რათა ამ გზით უკრაინაში ოფიციალური უფლება მოიპოვოს შხამიანი ნარჩენების განადგურებაზე... დავალების შესასრულებლად ჯონსონი ფრენკს და ვალენტინას ელექტრონულ ბრასლეტებს უკეთებს ხელზე, რომლებიც აფეთქებას გამოიწვევენ იმ შემთხვევაში, თუ კი მათი მფლობელები ავტომანქანას 20 მეტრზე გასცდებიან.