Google-მა გამოუშვა ახალი ბრაუზერი Chrome, რომელიც ჯერ-ჯერობით ბეტა რეჟიმში მუშაობს. იგი გამოირჩევა სისწრაფით, იყენებს კომპიუტერის მცირე რესურსებს და არის საკმაოდ მარტივი მოსახმარი. იგი ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ Windows-ისთვის, მაგრამ სამომავლოდ გამოვა Mac და Linux-ისთვის.